კონსტიტუციას მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი დაემატება

კონსტიტუციას მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი დაემატება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები ქვეყნის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებს ვერ იყიდიან.
გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხოდმაზე მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია საკანონმდებლო შეზღუდვის კონკრეტული ფორმულირება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიწის გასხვისების საკითხი მოსახლეობას აწუხებს და ხელისუფლებას ამ წუხილის გათვალისწინების ვალდებულება აქვს.

„გარკვეული პოლიტიკუირ სპეკუალცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით, თითქოს, ქართული ოცნება ჩვენს მიწას მიზანმიმართულად ყიდის და ამის კონსტიტუტციაში დაფიქსირება არ უნდა, პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მოქნილი ვიყოთ. როგორ მოხდება ამ სკითხის კონსტიტუციაში ასახვა ამაზე მსჯელობა გაგრძელებდა, ფაქტია, რომ ჩვენს მოსახლეობას ეს თემა აწუხებს და ჩვენ დეპუტატები ვალდებული ვართ, რომ საზოგადოების ეს მოთხოვნა გავითვალისწინოთ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა