კონსტიტუცია არ უნდა იწერებოდეს კაბინეტებში- პრეზიდენტი(ვიდეო)

კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი რომ ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ცნობილია, რომ პარლამენტმა ინიცირება გააკეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის.

”ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა.
მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში.

კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

https://youtu.be/owHM2_Iq7Ec

 

banner
წინა სტატიაშიმამა შიოს თაღლითური სქემა
შემდეგი სტატიაეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი განხილეს