კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა – პროკურორი

დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის დროს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილ პატიმრობაზე თანხმობის გაცემის საფუძვლიანობას განიხილავენ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დეპუტატ ლევან იოსელიანს უპასუხა და მისი საჯარო განცხადება გაიხსენა.

“თქვენი ერთერთი საჯარო განცხადება მახსოვს, თუ ვცდები, შემისწორეთ, სადაც თქვენ ამბობდით, რომ ნიკა მელია პატიმრობისთვის არ გემეტებათ. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა” – თქვა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
პროკურორმა გულუაშვილმა ამ ფორმით უპასუხა “მოქალაქეების” დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას იმის შესახებ, იცნობს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის პრაქტიკას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშიდავით ზილფიმიანი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს, ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის