კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ადასტურებს, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ყველა ეკლესიისთვის

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კვლავ ადასტურებს, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ყველა ეკლესიისთვის, იმის მიუხედავად, გამოგზავნეს თუ არა კრეტაზე თავიანთი დელეგაციები. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.

“თქვენ ჩამოხვედით დემოკრატიული ქვეყნიდან, სადაც ყველასგან ელოდებიან არცევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში ცატარებული არცევნები არალეგიტიმურია?” – ასე უპასუხა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა ბრიფინგზე რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

ჟურნალისტს მეტი შეკითხვის დასმის უფლება აღარ მისცეს ბრიფინგის პირობებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ პრეს-სამსახურის უფროსსა და ჟურნალისტს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ კრებას არ ესწრებიან 4 ეკლესიის – საქართველოს, ანტიოქიის, ბულგარეთის და რუსეთის დელეგაციები. ეს ეკლესიები ითხოვდნენ არსებულ დოკუმენტებში საჭირო ცვლილებების შეტანას. ამის მიუხედავად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კრების ჩატარება მაინც დანიშნულ დროს გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიშსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით დარიალის მამათა მონასტრიდან 70 ადამიანის გადმოყვანა განხორციელდა
შემდეგი სტატია(video) სენაკში ახალი ქარხნის აშენება, ეკონომიკის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს