კონსტანტინე ვარძელაშვილი – პროკურატურას მივაწოდე კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული გვარებიც

grdსაქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის ოთხსაათნახევრიანი გამოკითხვა დასრულდა.
როგორც პროკურატურიდან გამოსულმა კონსტანტინე ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა მისთვის ცნობილი ყველა ფაქტი, რომელიც შესაძლოა მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას, ან ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდეს. ვარძელაშვილის თქმით, მათ შორის დაასახელა მან კონკრეტული გვარებიც, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტებთან გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ინფორმაციას, რომელიც მივაწოდე პროკურატურას დამუშავება სჭირდება. ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი შესაძლოა რელევანტური იყოს პროკურატურისთვის. ეს არის ფაქტები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობას, ან ზეწოლას. ინფორმაცია მივაწოდე სრულად, მათ შორის დავასახელე კონკრეტული გვარებიც“, – განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყავა “ამრა” წარწერით “დამზადებულია აფხაზეთში” ზუგდიდში იყიდება
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: “გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს”