საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია სოციალურ ქსელში წერს:
_ ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტს, მხოლოდ 300 სტუდენტის სწავლების უფლება მისცეს, მაშინ, როცა KIU-ს, რომელიც რადარზეც არ ჩანს, 600-ის. მათ შორის, ისეთ კომიკურ სპეციალობებზე, როგორიცაა: “ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია” და “იბერიის ისტორია”. რას ნიშნავს ასტროენათმეცნიერება? ასტროარქეოლოგია რაღაა? მარსის ან მთვარის წიაღისეულს რომ იკვლევდნენ, ასტროგეოლოგია იქნებოდა. მაინც კომიკურია, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მაგრამ არქეოლოგია?! მარსზე ცივილიზაციის ნაშთებს ეძებენ?! იბერიის გაბრწყინების პროგრამა ხომ ცალკე მარაზმია. სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს…


















