კონსტანტინე მელაძე – სააკაშვილის 9 წლიან მმართველობაზე (ვიდეო)

კონსტანტინე მელაძე

 

კონსტანტინე მელაძე

რუსეთში მოღვაწე კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე (მომღერალ ვალერი მელაძის ძმა)  დიმიტრი გორდონთან თოქ-შოუში, სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

,,სიმართლე გითხრათ ეს ნამდვილი სასწაულია, რომელის წაშლას ბევრი ცდილობს და თვლის რომ დაუჯერებელი რაღაც ბლეფია, მაგრამ  ბლეფი არ არის ის გზები, რომელიც გაშენდა, ის ინფრასტრუქტურა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე და სულისშემძვრელი კურორტები… მსგავსი რამ საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს… საქართველომ რაღაც სასწაულით, რამდენიმე წელიწადში ათწლეულების ნაბიჯები გადადგა წინ,, განცხადა ქართული წარმოშობის კომპოზიტორმა.

კონსტანტინე მელაძემ ასევე გაიხსენა, თუ როგორ პირობებში უხდებოდათ მის მშობლებს შევარდნაძის დროს თბილისში ცხოვრება და როგორ გახდნენ იძულებულნი, რომ ისინი მოსკოვში წაეყვანათ…

,,თბილისში მაშინ პარკეტს შლიდნენ და ფეჩში უკეთებდნენ, რომ ოთახები გაეთბოთ… ასე ცხოვრობდნენ ინტელიგენტი, მხიარული და მომღერალი ქართველები. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იოლი, ჩვენ იძულებულნი გავხდით წაგვეყვანა მშობლები თბილისიდან მოსკოვში… მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი პატრიოტები არიან თავიანთი ქვეყნის, იძულებული ვიყავით. ახლა კი – ეს აყვავებული ქვეყანაა,, აცხადებს კომპოზიტორი მელაძე.

 

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2000669150218082/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშინაწლავის კიბოს დიაგნოსტირება 1 წამში ხდება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა