4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს.

შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით ჟღენტს, ის დღევანდელ

პროცესზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უცნობია. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთი მსჯავრდებული – ია დარახველიძე ჰყავს, ის ძებნაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა- თბილისის მერია