კონსტანტინე გამსახურიდია: კავკასიაში ომი დაუშვებელია

მთაიან ყარაბაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია აფიქსირებს:
,,მთიან ყარაბაღში კვლავ ომი მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტები და არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ბოროტების ფესვი უნდა ვეძიოთ ბოლშევიკურ ბოროტებაში, რომლის წარმომადგენლებიც მზაკვრული ჩანაფიქრებით ხაზავდნენ რუკებს და ნაღმავდნენ იმჟამად ფორმალურად დაშვებულ ეროვნულ რესპუბლიკებს: იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში კვლავ დადგებოდა საკითხი მათ დამოუკიდებლობაზე და მაშინ იმპერიას ეთქვა: არ ვიქნები მე, არ იქნება მშვიდობა! ყარაბაღის ომი, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია და მისი “გამუდმივების” მიზნით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ინსტრუმენტალიზაცია კავკასიის უდიდესი ტრაგედიაა. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ზვიად გამსახურდიამ, იმჟამად გროზნოულ ემიგრაციაში მყოფმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა და აბულფაზ ელჩიბეიმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 1992 წლის სექტემბერში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ინიცირებული და შექმნილი “კავკასიის მთიელთა კონფედერაციის” საპირწონედ გროზნოში დააფუძნეს “მრგვალი მაგიდა-კავკასიური სახლი”. ამ შეკრებას წინ უძღოდა დუდაევის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში, სადაც ის სამშვიდობო ინიციატიებით გამოვიდა. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ იგი ასევე ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას გუდაუთის სეპარატისტულ კლანზე. სამწუხაროდ სომხეთმა თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან, მხოლოდ “მწვანეთა პარტიის” დელეგაცია გამოგზავნა, ისიც დამკვირვებლის სტატუსით. მის კომუნიკეს ვეძებ და მალე გამოვაქვეყნებ. ამ ორგანიზაციას ქონდა ყველა კავკასიური კონფლიქტის მოგვარების თავისებური კონცეპტი – კერძოდ საუბარი იყო კავკასიური სამშვიდობო კორპუსის შექმნაზეც კი. კავკასიაში ომი დაუშვებელია”- წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში!
banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს რაიონში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს