კონსტანტინე გამსახურდია:1988 წელს, როდესაც მერაბ კოსტავა ზუგდიდში ჩავიდა, მან ასეთი სადღეგრძელო მიუძღვნა ქალაქს

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი"ზოგჯერ მეჩვენება, რომ სამეგრელოსაც და აფხაზეთსაც აქვს თავიანთი გაგრძელებები პარალელურ რეალობაში. იგი ისეთივე წარუვალია და ხელშეუხებელი, როგორც ზეცა.

ასე იყო, არის და იქნება, რაც არ უნდა მოხდეს. პოლიტიკა, ომები, ხმაური, პროვოკატორების შმაშუნი და ტუტუნი მათ ვერ აამღვრევს, ვერ არევს, ვერ დასცემს. გადაშლილან ისინი, როგორც გენესარეთის ბიბლიური ტბისპირეთი, როგორც გალილეა – ნაზარეველის და მოციქულთა სამშობლო.

1988 წელს, როდესაც მერაბ კოსტავა ზუგდიდში ჩამოვიდა, მან ასეთი სადღეგრძელო უთხრა ქალაქს:

“მე მინდა ფეხზე ადგომით დავლიო თქვენი შესანიშნავი ქალაქის სადღეგრძელო და მინდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს ცენტრი ისეთი ქმედებისა, რომელიც ნიშნავს საქართველოს საზღვრების შენარჩუნებას მის ჩრდილო-დასავლეთში ანუ აფხაზეთში. ზუგდიდი უნდა იყოს ისეთი ცენტრი, რომ როდესაც ზარები გაისმება სოხუმში, აქედან 100, 200 თუ 400 მანქანით, მატარებლით თუ რითიც, ხალხი უნდა გავარდეს და უნდა დადგეს იქ….. მე მგონია, რომ ზუგდიდს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს. ის ამ სიტყვას აუცილებლად იტყვის, რადგან მე რაც აქ ვნახე, ეს არის შეუდრეკელობა, შეუპოვრობა. ამიტომ ვამბობ, რომ ზუგდიდი არის ყველაზე მეტად საქართველო. აქ მე დავინახე ნამდვილი მეგრული ჯიგარი, უფრო სწორად ქართული ჯიგარი სამეგრელოდან. ამდენად ზუგდიდი ნაღდად არის დასავლეთის ფორპოსტი, რომელსაც ვეძახდით ქრისტიანობის ფორპოსტს აღმოსავლეთში, რადგან აღმოსავლეთიდან მოდიოდა მუსულმანობის ოკეანე, მაგრამ დღეს ბოლშევიკური რუსეთის და უღმერთო ათეისტების წინააღმდეგ, რომლებმაც შეგვიჭამეს სული და ზნეობა, ზუგდიდი გვევლინება როგორც დასავლეთის ფორპოსტი.

მაშ დავლიოთ ზუგდიდის სადღეგრძელო, როგორც ფორპოსტისა, რომელიც კბილებს შეულეწავს ნებისმიერს, რომელიც ეცდება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი აფხაზეთის ჩამოშორებას”. (ყურადღება მიაქციეთ ბოლო სიტყვებს)-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიკრემლი ავსტრიის სკანდალთან რაიმე სახის შეხებას უარყოფს
შემდეგი სტატია“ჩვენი სულიერი ერთობის წიაღშიც არის ცოდვაც, დაცემაც, გაუგებრობებიც, დაპირისპირებებიც კი, თუმცა ეს დაძლევადია”