კონსტანტინე გამსახურდია: სოლიდარობას ვუცხადებ პანკისის ხეობის მოსახლეობას

სოლიდარობას ვუცხადებ პანკისის ხეობის მოსახლეობას, ჩვენს ქისტ ძმებსა და დებს, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ასეთი გიგანტოჰესომანიური მანკიერი აზროვნებით ხელში უხვწყლოვანი ქვეყნის ნაცვლად ხელში შეგვრჩება მილებით დაქსელილი ქვეყანა – ყველა მდინარე მილში იქნება გამომწყვდეული. ყველა ხეობაში თბილისის ზღვის ოდენა წყალსატევი იქნება.

ისრაელს საერთოდ არა აქვს მდინარე. ერთი იორდანეა და იმაზეც საერთოდ არ არის ჰესი. მაინც არსებობს, როგორც ინდუსტრიული და მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. იგივე ითქმის სინგაპურზეც. არ უნდა ამოვიდეს ამათი გახევებული თავებიდან დატბორილი ქვეყნის გვიანკომუნისტური გიგანტომანიური ხატი?-აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

 

https://www.facebook.com/bordzgor/videos/2606419056053958/

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ექიმი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი