კონსტანტინე გამსახურდია: როგორც დევნილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი არანაირად მოვიწონებ მის დევნას

“ძალიან დათრგუნული, შეურაცხყოფილი და დამწუხრებული ვარ იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა არასრულ ფორმატში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევიან როგორც უკანასკნელ ადამიანს.

ეს ადამიანი ბოლოსდაბოლოს ჩემი ქვეყნის სახე იყო 9 წლის მანძილზე. როგორც დევნილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი არანაირად მოვიწონებ მის დევნას, მით უფრო არასერიოზული ბრალდებებით. ეს არ დევს ჩემს პიროვნულ და გენეტიკურ კოდში.

და ეს მაშინაც, თუკი დავიტოვებ უფლებას არც უწინ და არც ახლა არ დავეთანხმო მის ცალკეულ გამონათქვამს, ასევე მის ცალკეულ ქმედებას.

არ მესმის, რატომ უნდა გაგიხარდეს ეს ყოველივე – თანაც იმის ფონზე, რომ ხდება ოლიგარქატის ხერხემალი ძალის პარალელურად სისტემური ოპოზიციის ჩამოყალიბება. თან როდესაც ოლიგარქარი ცდილობს არ გაიმეოროს თავად სააკაშვილის შეცდომა, ცდილობდა რა ოპოზიციურ ფლანგის გადაფარვას ქდმ-თი და ედპ-თი. ზუსტად ამ სქემამ, ძირითადი პოლიტიკური პარტიების დაუთოების შემდეგ შექმნა მეორე მასშტაბური ძალის სტიქიური მოვლენასავით შემოვარდნის სიტუაცია.

ახლა კი მარაზმატიკ ოლიგარქს თავისი სამარადისო სიმშვიდისთვის და კეთილდღეობისთვის უკვე მესამე ძალის გამორიცხვა სურს. ამ მესამე, თვისობრივად ახალი ძალის ფორმირებაში სააკაშვილს პოზიტიური როლის თამაში შეეძლო-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

 

https://youtu.be/KKRb7ZUvcNU

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის გატაცების ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 აქტივისტი დააკავეს