კონსტანტინე გამსახურდია – მიხაელ ზიბერტის განცხადება სრულად ასახავს გერმანული სახელმწიფოს თვალსაზრისს საქართველოში ჩატარებული არჩევნებისადმი

ეს ტექსტი მოკლე, ლაპირადური ფორმით, სრულად ასახავს გერმანული სახელმწიფოს თვალსაზრისს საქართველოში ჩატარებული არჩევნებისადმი, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, „მიხაელ ზიბერტის შეფასებას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ.

მიხაელ ზიბერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნა საპარლამენტო არჩევნებზე, გზას ხსნის მეტი პლურალიზმისკენ პარლამენტში.

„მიხაელ ზიბერტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში თავის ტვიტერზე წერს:

“საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნა საპარლამენტო არჩევნებზე, გზას ხსნის მეტი პლურალიზმისკენ პარლამენტში. მნიშვნელოვანი იქნება ამ შანსის გამოყენება. მოლოდინია, რომ მეორე ტურში დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები. სისუსტეები საარჩევნო პროცესში უნდა გადაიჭრას ერთობლივად ყველა პოლიტიკური ძალის მიერ.”

ეს ტექსტი მოკლე, ლაპირადური ფორმით, სრულად ასახავს გერმანული სახელმწიფოს თვალსაზრისს საქართველოში ჩატარებული არჩევნებისადმი“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიკრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს – წილოსანი
შემდეგი სტატიაშავი კვამლი, როგორც შავი საქმეების სიმბოლო – პროტესტი ცესკო-სთან