
ხვიჩამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია არამარტო გამორჩეული ტალანტით, არამედ შრომით, უდიდესი ნებისყოფით და დისციპლინით. როგორც არაერთხელ, მან ითამაშა სრულიად გაწონასწორებული ფეხბურთი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას!,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
















