კონსტანტინე გამსახურდია “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი"კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ადასტურებს, რომ ის მარტვილსა და აბაშის რაიონში მაჟორიტარად ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნების მარათონში. გამსახურდიას თქმით, მისი საარჩევნო სლოგანია “ღირსების მქონეთა ამბოხი”. სლოგანის შერჩავასა და განმარტებაზე კონსტანტინე განსახურდია შემდეგს წერს: “დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა ყოფილიყო ჩემი საარჩევნო კამპანიის ძირითადი სიტყვა-შეძახილი, ანუ სლოგანი. “ღირსების მქონეთა ამბოხი” შევარჩიე. კი მაგრამ, ღირსება და საარჩევნო პროცესი ასე პირდაპირ კავშირში არიან ერთმანეთთან? – შესაძლოა იკითხოს მავანმა. ყოველგვარი პათეტიკის გვერდის ავლით ახლავე ავხსნი, რატომ არის ასე.

დავიწყებ იქიდან, რომ ეს ჩემთვის არ არის პირველი არჩევნები. მუშაობა ამ შემთხვევაში სამხედრო რეჟიმის მსგავსადაა ჩემთვის. ყველგან პირადად დავდივარ, აქტივისტებს ვგულისხმობ, ვიდრე დიდი შეხვედრის ორგანიზებას დავასრულებდე სხვებთან ერთად.

ჰოდა, მარტვილის ერთ-სოფელში, სადაც 20-მდე შეხვედრა მქონდა ერთ დღეს, სულ მალე ჩემს ნაკვალევზე ამოყვინთეს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მრავალნაცადმა კოორდინატორებმა. მათ სცადეს ჩემს მომხრეებთან მუშაობა ჯერ 50 ლარის შეთავაზებით. როდესაც უარი მიიღეს, “სტავკა” 300 ლარამდე ასულა.

თვალწინ ვირტუალური აუქციონი დამიდგა – 300 ლარი ერთი, 300 ლარი ორი, … 450 ლარი, ისმის შეძახილი. მაშ ასე. 450 ერთი, 450 ლარი ორი და ა.შ. 🙂 აღარ ღირს გაგრძელება. ხომ გაიგეთ როგორც არის. და სრული ბლეფია, რომ ფულის დამრიგებლებს საარჩევნო უბნებში არ შეუშვებენ. არ მინდა ვიღაცეებს ილუზია გაუჩნდეთ, რომ ეს უმსგავსობა, მიმართული ადამიანების გახრწნისკენ და მათი სოციალური პრობლემების ბოროტად გამოყენებისკენ რეაგირების გარეშე დარჩება. საქმე ნამდვილად გაცდებაა “თფუი ეშმაკის” აღმოხდომას.

აი, რატომ ვუწოდებ ჩემს საარჩევნო კამპანიას “ღირსების მქონეთა ამბოხს”. დიახ, იმ ღირსებისა, რომელმაც 24 წელიწადი გამოიარა, 1992 წლის 6 იანვრიდან” – წერს კონსტანტინე გამსახურდია და პირობას დებს, რომ რეგულარულად ისაუბრებს საარჩევნო მარათონის სიახლეებზე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე აირჩია
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდი” შაქრო მალადოი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს