კონსტანტინე გამსახურდია: ბიძინას ე.წ დაბრუნება ძალიან გავს პუტინის დაბრუნებას

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი

“ბიძინას ეგრეთ წოდებული დაბრუნება ძალიან გავს პუტინის დაბრუნებას მედვედევის 5 წლიანი, სრულიად ფიქტიური შუალედური მმართველობის შემდეგ. რა, პუტინი სადმე წასული იყო მანამდე? თუ ვინმე სჯერა, რომ მართლა მედვედევი მართავდა რუსეთს?

მაშასადამე რუსული ტიპის საჭადრაკო როქი ჩვენთანაც განხორციელდა. ის იმედები, რომ აქ რაღაცა შეიცვლება, ფუჭი და ილუზორულია. უბრალოდ სომხური სახალხო მიწისძვრის რყევებმა, რომლებმაც მეზობელ “ვრასტანამდე” მოაღწიეს, ასევე ქაოსმა საკუთარ პარტიაში, აიძულეს მილიარდერი დაეთმო ერთი შეხედვით მომგებიანი მდგომარეობა “მე ვარ და თან არ ვარ” – ანუ როდესაც შენს გარეშე კენჭიც არ გადაბრუნდება და თანაც შენზე ნულოვანი პასუხისმგებლობა მოდის – და ისევ გადმოსულიყო მდგომარეობაზე “მე დიახაც ვარ”, რახან ასე უფრო მომგებიანად ჩათვალა”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიასირიაში რუსულ ავიაბაზაში ახალი “ტორი” შენიშნეს