კონსტანტინე გამსახურდია:9 აპრილის ღამე იყო გმირობის, ვაჟკაცობისა და მართლაც თავგანწირვის ღამე

9 აპრილის ღამე იყო გმირობის, ვაჟკაცობისა და მართლაც თავგანწირვის ღამე, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა. მან თბილისში, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 აპრილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სულ სხვა განზომილება. ზოგადად, ამ დღეს დაიწყო არა მარტო საბჭოთა კავშირისთვის, არამედ ევროპისთვის ახალი ისტორიული ეპოქა. პროცესები ამ ღამის შემდეგ წავიდა განუხრელად საბჭოთა კავშირის დემონტაჟისკენ და ახალი ნაციონალური სახელმწიფოს ფორმირებისკენ. მინდა, ეს ყველამ გაიგოს და დაფიქსირდეს ჭეშმარიტება. ჩვენ მივიღეთ ახალი ნაციონალური სახელმწიფო საბჭოთა კავშირის ადგილზე და ამიტომაც, ამის აღნიშვნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია:რაც წაიკითხეთ, ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკან მოიხედავთ
შემდეგი სტატიამინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას