კონსპირაციული ბინა თელავის ცენტრში – სუს-ის აგენტი ყვება, რომ “ოცნების” შტაბებში წინასაარჩევნოდ ხალხს იბარებენ, აშანტაჟებენ და ემუქრებიან

კონსპირაციული ბინა, სადაც ხალხს აშანტაჟებენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ – სუს-ის აგენტი კურიერს უყვება ქართული ოცნების იმ კონსპირაციულ შტაბებზე, რომელიც არჩევნების წინ საქართველოს რეგიონებში გახსნეს.

შტაბებს ბიძინა ივანიშვილთან კავშირში მყოფი პირები კურირებენ.

აგენტის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი ივანიშვილის ახლო მეგობარი და ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ტრიპოლსკია.

თელავის ცენტრში კონსპირაციულ სახლში ხალხს იბარებენ, აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

მოქალაქე, რომელიც ამ სახლში რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს, ყვება, რომ აქ ადამიანებს მასობრივად იბარებენ, აშინებენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მისაღებად ოჯახის წევრებზე, მათ შორის ბავშვებზე, ძალადობითაც ემუქრებიან.

ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად, თელაველებთან შეხვედრებს ესწრება ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავი და ყოფილი დეპუტატი, ლექსო თამაზაშვილი.

რესპოდენტის ინფორმაციით, მოქალაქეების დაშინებისთვის შეხვედრების ადგილი თელავში საგანგებოდაა შერჩეული. ქართული ოცნების შტაბისგან განსხვავებით, რომელიც თელავის ცენტრშია, აქ ყურადღებას არაფერი იქცევს.

ანონიმი რესპოდენტის ინფორმაციით, თელავში ახლა მთელი ძალაუფლება კრიმინალებს გადააბარეს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს ბნელი 1990-იანების მეთოდებით უსწორდებიან.

საიდუმლო შტაბში კურიერის გამოჩენისთანავე ჭიშკარი დაკეტეს. კურიერის კითხვებმა კონსპირაციული შტაბიდან გამოსულები დააბნია. ნაწილი ამტკიცებდა, რომ მეგობრის ორმოცზე მივიდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ დაბადების დღეს აღნიშნავდა.

ლექსო თამაზაშვილი არ უარყოფს, რომ ამ სახლში მოქალაქეებთან საგანგებო შეხვედრები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა არა ძალადობის არამედ სულ სხვა შემდეგი მიზნებით.

კონსპირაციული შტაბის არსებობას არ ადასტურებს თელავის მერი, რომელიც არსებული ინფორმაციით, არანაკლებად მძიმე მდგომარეობაში იმ შედეგის გამო, რაც პირველ ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა აჩვენა.

მოსახლეობის აქტიურობა კი, რომელზეც შედეგებით უკმაყოფილო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, თელავში პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტი იყო, ამაზე მეტად თელაველებმა მხოლოდ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე იაქტიურეს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად “თეთრი ყვავი” – მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები
შემდეგი სტატია“რობოტას” დაბრუნება – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სალომე ზურაბიშვილისთვის ხმებს აგროვებს