“კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს არ გაასაჯაროებს” – ლევან ახვლედიანი

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წერილის გასაჯაროებას, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნეს, არ აპირებს. ამ განცხადებით, ლევან ახვლედიანი მინისტრ, მაია ცქიტიშვილს პასუხობს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 10 ოქტომბერს, სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი მიიღო, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და ხედვებს. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კონსორციუმმა წერილის გასაჯაროება შეუზღუდა. შესაბამისად, მინისტრი მოუწოდებს კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი.

ლევან ახვლედიანი მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ წერილის გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან კონფიდენციალურობის დაცვა ევალებათ. ახვლედიანი ამბობს, რომ წერილი იურისტების მიერ იყო შედგენილი და მასში ზუსტად არის გაწერილი, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავიდეს.

banner
წინა სტატიაშიილია ჯიშკარიანი კლინიკიდან გაწერეს
შემდეგი სტატია“არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის”- ბოკუჩავა