კონსილიუმის წევრი – სააკაშვილი მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ, მულტიფუნქციურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

“მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში, კატეგორია C ეს არის სახელმწიფოს მიერ მითითებული დეფინიცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეა განთავსებული. ჩვენ უბრალოდ შევიტანეთ ჩამონათვალში ვიზუალიზაციის რამდენიმე აპარატი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში მისი გამოყენება. ჩვენ მკაცრად მოვითხოვეთ, რომ ყოფილიყო ყველა ის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა, რაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად, შეესაბამება შიმშილობის ვადას, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ ჰქონდა, არის მთელი რიგი გარკვეული ცვლილებები, რომლის კორექცია ინტენსიურად მიმდინარეობს, არის ძალიან დამჯერი პაციენტი, იღებს ყველა იმ მედიკამენტს რასაც უნიშნავენ ექიმები”, – თქვა ნინო შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?!
შემდეგი სტატიაპარლამენტის აპარატი „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს