კონსილიუმის მოთხოვნები და რეკომენდაციები ბოლომდე შესრულებული არაა – ბურჯანაძე ციხის საავადმყოფოზე

სახალხო დამცხველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ისევ იმეორებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი C ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით იქნება აღჭურვილი.

“გარკვეული გაუმჯობესება არის, რაღაც მიმართულებით დუპლექს სკანირების აპარატი იქნა მიტანილი, ასევე, კომპიუტერული ტომოგრაფიის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვა ხდება დაწესებულების. ამ დაწერსებულებაში, სამწუხაროდ, კვალვ არ არის ე.წ. მრტ-ს აპარატი, ასევე, არ არის იქ გარკვეული კათეტერიზაციის შესაბამისი დანადგარები, რომლებიც მოთხოვნილია კონსილიუმის დასკვნაში და რეკომენდაციებში. ამ პირობების გათავლისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო თავლსაზრისით, ის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია კონსილიუმს მიერ, კვლავ არ არის ბოლომდე შესრულებული.

გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება ჩვენს მიერ მითითებული უსაფრთხოების მოთხოვნები ვერბალური აგრესიის, ისევე როგორც სხვადასხვა დაწესებულების დეორგანიზაციის მიმართულებით არსებული საფრთხეები ძალაშია”, – თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპურის მცხობელთა ასოციაციაში პურის გაძვირებას არ პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიათიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM- ს ჯილდო მიიღო