თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია.
კონკურში ორი კანდიდატი დარეგისტრირდა:
ა) გიორგი შავერზაშვილი (საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი);
ბ) მაია ვირსალაძე (კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი).
კონსერვატორიამ გამოაქვეყნა კანდიდატთა მიერ წარდგენილი კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიან სამოქმედო გეგმები:
კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა – გიორგი შავერზაშვილი.
კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა – მაია (მაკა) ვირსალაძე