კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:29

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

მნიშვნელოვანი

  • კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

სხვა სტატიები

 

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics