„კონსერვატორები” სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს “

ხელისუფლების რჩეული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება.

პირველი ოფიციალური განცხადება მხარდაჭერის შესახებ დღეს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, გააკეთა.

კონსერვატორების ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების თანამებრძოლია და მისი პარტია მხარს არჩევნებში სწორედ ზურაბიშვილს დაუჭერს.

მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერას ამ დროისთვის თავს არიდებს.

„ჩვენი ფრაქცია – კონსერვატორები, რომელიც არის პარტნიორი პარტია ქართული ოცნების, სიამოვნებით დავუჭერდით მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და იცით, რომ ასეთი ვერსიაც არის ძალიან განხილვადი და სერიოზული.

“სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის თანამებრძოლი 2007-2008 წლებში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან და მეტსაც გეტყვით, რომ ის იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჩვენს ბრძოლაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ამის შესახებ რამდნიმე დღეში იქნება ცნობილი,“ – აცხადებს ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშისტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოდან” წასული 140 წევრიდან ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდა