27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“კონფრონტაციაში არ ვართ” – როგორ აფასებდა მეუფე გრიგოლ საპატრიარქო არჩევნებამდე კანდიდატებს შორის ურთიერთობას

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საზოგადოებაში არსებულ დიდ მოლოდინსა და მღელვარებას გამოეხმაურა გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე და ხაზი გაუსვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატებს შორის დაპირისპირება არ არსებობს.

„ჩვენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატები, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, სხვა არჩევნებისგან, არ ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებაში, კონფრონტაციაში მყოფი ადამიანები“, — განაცხადა მეუფე გრიგოლმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ კრებაზე.

მაღალი იერარქის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა საპატრიარქო არჩევნები, კანდიდატები ერთად გააგრძელებენ დედა ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას: „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო; ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის შემოკრებას ეკლესიის წიაღში“.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა
შემდეგი სტატიარატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას? — მაკა ბოჭორიშვილი გადაწყვეტილებას “დამატებითი რისკებით” ხსნის