„კონფლიქტი საქართველოში“ – ევროსაბჭოში ამ სახელწოდებით მომზადებული ანგარიში განიხილეს

„კონფლიქტი საქართველოში“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ სახელწოდებით მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით და მასში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა შარმ ელ შეიხთან ავიარეისები გადადო
შემდეგი სტატიააშშ მიესალმება იმ თავშეკავებულ რეაქციას, რაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას მოჰყვა