ტრაგედია მოხდა სოფელ ოსიაურში, სადაც 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს.
არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.