კონფედერაციის თასი გერმანიამ მოიგო

ფეხბურთში კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებული – გერმანიის ნაკრები გახდა.
სანკტ პეტერბურგის ,,ზენიტ არენაზე,, გამართულ საფინალო მატში ერთმანეთს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ჩილე და მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
თამაშის დაწყებიდანვე უპირატესობა ჩილეს ნაკრებმა მოიპოვა. მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს გერმანიის კართან, თუმცა თამაშის 21 წუთზე, ჩილელი მცველის შეცდომით გერმანელმა შტინდლიმ ისარგებლა და ანგარიშში გერმანელები დაწინაურდნენ…. ამის შემდეგ თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და ტაიმი გერმანელებმა 0:1 მოიგეს. მეორე ტაიმში, თამაში უფრო ხისტად წარიმართა… ბევრი იყო წესის დარღვევის შემთხვევები და შესაბამისად ბარათების რაოდენობაც… სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა თამაშის ბოლო წუთებში ჩილეს ნაკრებმა ნამდვილი შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, მიუხედავად ამისა გოლი არ გასულა და კონფედერაციის თასი გერმანიამ მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ბომბარდირად გერმანელი ჯულიან დრაქსლერი და ტიმო ვერნერი დასახელდნენ, საუკეთესო მეკარის პრიზი კი – ჩილელი კლაუდიო ბრავოს გადეცა.

ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, კონფედერაციის თასის მონაწილეთა შორის მესამე ადგილის გამოსავლენად გამართულ მატში, ევროპის შემპიონმა პორტუგალიამ დამატებით დროში ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონ მექსიკის ნაკრებს 2:1 მოუგო (ძ.დ. 1:1) და მესამე ადგილზე გავიდა. ამ მატში პორტუგალიელთა ლიდერს კრიშტიანუ რონალდოს მონაწილეობა არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიდავით გელაშვილი: თითქოს მეხანძრეებს წყალი და ქაფი არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაზაზა ჭაია დამწვარი ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების სტატისტიკას ავრცელებს