“კონკურენტებს არ ვეძებ პარტიებში”- ვის თვლის “რესპუბლიკელი” მინისტრი არჩევნებზე მთავარ კონკურენტად?

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის კონკურენტი შეიძლება გახდეს დაბალი აქტიურობა არჩევნებზე.

კითხვაზე, ვის თვლის მთავარ კონკურენტად „რესპუბლიკური პარტია“, თავდაცვის მინისტრმა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„რესპუბლიკური პარტია“ და ზოგადად, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არ არის, ამიტომ, ყველა კითხვას პასუხები ეცემა კონტექსტის მიხედვით, როგორც ვართ. იმ ტიპის პოლიტიკური ძალების, როგორიცაა, „რესუბლიკური პარტია“, მთავარი კონკურენტი არის შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს მაღალი ხარისხის იმედგაცრუება ან ნიჰილიზმი ამომრჩეველს შორის. იმედი, მაქვს რომ საარჩევნო გარემო იქნება ოპტიმისტური და ასეთი პრობლემების წინაშე ქვეყანა არ აღმოჩნდება. კონკურენტებს არ ვეძებ პარტიებში, ჩვენი, ყველას კონკურენტი შეიძლება გახდეს დაბალი აქტიურობა არჩევნებზე. მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად მობილიზებული იყოს და საკუთარი არჩევანი გააკეთოს, შესაბამისად, სამართლიანი არჩევნების პირობებში, ეს არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ პარტიებმა დამსახურების ადეკვატური შედეგი მიიღონ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“ეს შენ გეხება” პროკურატურისგან სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვს
შემდეგი სტატიაივანიშვილ-მამაცაშილის ორგანიზებით, იგეგემება აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზის გახსნა