“კონკრეტული ქურდები იყვნენ დეპორტირებულები საქართველოში, თქვენ არ გამოიძიეთ საქმე,”

“კონკრეტული ქურდები იყვნენ დეპორტირებულები საქართველოში, თქვენ არ გამოიძიეთ ეს საქმე. დეპორტირებული ადამიანი ჰაერში ვერ აორთქლდება,”- ეს განცხადება დეპუატმა გივი თარგამაძემ პარლამენტში მთავარი პროკურორობის კანდიდატთან შეხვედრის დროს გააკეთა. თარგამაძე დაინერესდა რატომ არ მოხდა აღნიშნული ფაქტის გამოძიება. იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ფაქტი იმიტომ არ იქნა გამოძიებული, რომ ლავას ოღლისთან დაკავშირებულ საქმეში პრემიერმინისტრის, მაშინდელი შს მინისტრის დაცვის უფროსები და ადგილობრივი აჭარის სამხარეო ხელმძღვანელობა იყო ჩართული.

დეპუტატის ამ კითხვას მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ უპასუხა.

“ეს არის თქვენი მოსაზრება თუ რამე დოკუმენტები გაქვთ, წარმოადგინეთ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატიაე.წ. “ხასანას სასტუმროს” მეპატრონის გათავისუფლების მოთხოვნით ქობულეთში მორიგი აქცია გაიმართა