“კონკრეტული პარტიის შავი-ბნელი დაფინანსების ინსტრუმენტი მთლიანად ეკონომიკურ პრობლემა გადაიქცა”- გოცირიძე სკანდალურ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შავი ფულით შესაძლო დაფინანსებას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ეხმაურება.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიაში შავი ფული ტრიალებს და გარდა ამისა, ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა ხდება.

“ეს არის უმძიმესი დანაშაული. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყო ცუდი პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლებას ბიზნესი აფინანსებდა. მაგრამ ის, რომ მას მთელი ბრუნვიდან წილი მოეთხოვა არის წარმოუდგენელია. ერთი კონკრეტული პარტიის შავი, ბნელი დაფინანსების ინსტრუმენტი მთლიანად ეკონომიკურ პრობლემა გადაიქცა. ეს არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი, უნდა დაისაჯოს ამ სქემაში მონაწილე ყველა პირი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მმართველი პარტიის დასაფინანსებლად ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ირიცხება. კომპანია, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” ხარკის გადახდაზე საუბრობს, შემომწირველთა სიაში არ არის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და დებატებში იწვევს
შემდეგი სტატია„ეს მდგომარეობა გამოწვეული საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიზანმიმართული მავნებლობით“ – ნატო ჩხეიძე