კონკრეტულად ბოიკოტის შემდეგ რა ხდება და, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს – ლევან ხაბეიშვილი

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის ჟურნალისტ ანუნა ახალაიას შეკითხვაზე პასუხობს, რომელსაც აინტერესებს, რა ხდება ბოიკოტის შემდეგ:

“TV პირველზე”, ჟურნალისტ – ანუნა ახალაიას აინტერესებს, კონკრეტულად ბოიკოტის შემდეგ რა ხდება
ჩემო ანუნა, რა ხდება და ივანიშვილი უნდა დაემხოს!!! სანქციებს, რომ ვთხოვთ პარტნიორებს და ასანქცირებენ ამ დროს აქედან მესიჯი რა უნდა გვქონდეს?! თქვენ დაასანქცირეთ, არ აღიაროთ, მაგრამ ჩვენ გავერჭობით ივანიშვილის დაორგანიზებულ არჩევნებშიო – ესაა პასუხი?!

პასუხი უნდა იყოს – დამხობა ივანიშვილის რეჟიმს!!! სულ რომ 10 კაცი დავრჩეთ, ეს მოთხოვნა იქნება რელევანტური და სწორი!!!
არა ბიჭოს, კასპის საკრებულოს 2 წევრით შევცვლით ივანიშვილს.

საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!
ჩემი პასუხი ასეთია – დამხობა რუსული რეჟიმის!!! ხალხის ძალით, ხალხის ხმით, ბრძოლითა და ერთიანობით – მტკიცე პოზიციაში!”, – – წერს ლევან ხაბეიშვილი “ფეისბუქზე”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბაჩიაშვილი – ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს
შემდეგი სტატიაქალთა ინტერპარტიული განცხადება