კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი – შსს მინისტრი არჩილ ტატუნაშვილზე

კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. დღეს კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში“, – განაცხადა გახარიამ.
რაც ეხება დაკავებულ მოქალაქეებს, გახარიას თქმით, ზუსტად იგივე რეჟიმში და მსგავსი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ზომების მისაღებად და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.
“მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, საქმე არის აღძრული. უპირველესი ამოცანა ჩვენი არის გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი და კიდევ, უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე. დღეს კონკრეტულ დღეებზე, საათებსა და წუთებზე საუბარს არ ვთვლი შესაძლებლად“, – აღნიშნა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება
შემდეგი სტატიანილს სკოტი – ყოველ წუთს ველოდებით, რომ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაეცემა