კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ არ აღვნიშნოთ ჩვენი მეგობარი კონგრესმენების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრაველსობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

„ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც განსაკუთრებულო ურთიერთობა გვაკავშირებს, რჩება ჩვენს ყველაზე ძლიერ პარტნიორად ევროატლანრიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის განმტკიცების და განვითარების გზაზე. ეს იყო ყველაზე კარგი მესიჯი, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ვაშინგტონიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი დაუღალავი შრომის, აქტიური და ღრმა თანამშრომლობის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ჩვენს დიდ მეგობარ ქვეყანასთან“,-აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს