კონგრესმენი: რუსეთის აგრესია საქართველოში უნდა შეჩერდეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2020 08:28

კონგრესმენი: რუსეთის აგრესია საქართველოში უნდა შეჩერდეს

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი ეხმაურება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”.

ანგარიშში 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

“უნდა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის მიმართ აქამდე არსებულ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოიცავს”, – წერს მალინი Twitter-ზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2020 08:28

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics