26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

კონგრესმენი მარკ ვისი: საქართველოს მთავრობა ამ ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს

ამერიკელმა კონგრესმენმა მარკ ვისიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. გავლენიანი პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ძალაუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით განიმტკიცა.

ვისიმ ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზეც და აღნიშნა, რომ უწყება რეალური ფუნქციის ნაცვლად, პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება.

„კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შესავიწროებლად… და მაშინ, როდესაც ქართველების 90% მხურვალედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავრობამ აქტიურად დაბლოკა ეს გზა. მან მიიღო რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.

დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, მთავრობა ამ ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს. ჩვენ არ გვსურს ძირი გამოვუთხაროთ ევროპულ უსაფრთხოებას, რაც რეგიონში ანტიდასავლური გავლენისთვის საშიშ დასაყრდენს შექმნიდა“, — განაცხადა კონგრესმენმა  ტვ პირველის ინფორმაციით.

ამერიკელი კანონმდებლის თქმით, ვაშინგტონი მსგავს ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 8 ივლისს დაგეგმილია ახალი კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცება, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი სპონსორი კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

banner
წინა სტატიაშიმასიჰ ალინეჯადი ხამენეის დაკრძალვაზე: მიწვეულთა სია მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო
შემდეგი სტატიათეირანი აიათოლა ალი ხამენეის მასშტაბური დაკრძალვისთვის მილიონობით ადამიანის მობილიზებას გეგმავს