კონგრესმენი მაიკ მაკკოლი – ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრის, მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის ამ განცხადებას „იქსზე“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი ავრცელებს.

„გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების მმართველის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დიდი ხნის დაგვიანებულია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის“, – წერს მაკკოლი.

banner
წინა სტატიაშიპეტრ პაველი – ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის
შემდეგი სტატიაჯიმ რიში – საქართველოს მთავრობის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განგრძობითი თავდასხმები უნდა შეწყდეს