“კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტური“- ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელთან დაკავშირებით 30 კონგრესმენის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი წერილი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი მხარდაჭერის დადასტურება.
„კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი მხარდაჭერის დადასტურება. საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. 30 კონგრესმენის წერილი საქართველოსთან მიმართებაში მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტურს და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისკენ მოწოდებას წარმოადგენს. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებულად გატარებული რეფორმებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შედეგი. ასევე, ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული მტკიცე პარტნიორობის, ნდობის და საერთო ღირებულებების გაზიარების დასტური”- განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული წერილი თვალსაჩინოს ხდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მტკიცეა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

მინისტრის შეფასებით აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული მხარდაჭერას და საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს შორის აქტიურ კონტაქტებსა და თანამშრომლობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერაზე.“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წერილში ამერიკელი კონგრესმენები მოიწოდებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ. აღნიშნული საკითხის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო დაინტერსებულია აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით. „ეს საკითხი საქართველოს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება“.

საქართველოს მხარდამჭერი წერილით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილს ხელს აწერენ როგორც აშშ-ისრესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის შეთავაზებაში ბუნდოვანი არაფერი ყოფილა – ჩიხრაძე უმრავლესობას პასუხობს
შემდეგი სტატიაკვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება