14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას თხოვენ, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ

ამერიკის შეერთებული შტატების  კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, საქართველოში რუსული და ჩინური აგენტურის მოქმედების სქემები შეისწავლოს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექს რაუფოღლუს ავრცელებს.

რაუფოღლუს ცნობით, კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. ახალი კანონპროექტი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება“ გადადის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე.

შემოთავაზებული კანონმდებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ. იგი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას, რაც მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მოქალაქეების ცხოვრება ბევრად გაძვირდა
შემდეგი სტატიახუხაშვილი: კობახიძეც, როგორც ჩანს, უკვე ჩასარეცხად არის გამზადებული