კონგრესმენები: ქართველი ხალხის ნაშენებ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა, კომიტეტის წევრმა მაიკლ მაკკოლიმ და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებმა ჯერი კონოლიმ და კინზინგერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

“როგორც საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მხარს ვუჭერდით საქართველოს ერთგულებას დემოკრატიის მიმართ, მოვლენები, რომლებიც გასულ ღამეს თბილისში წარიმართა, გულდასაწყვეტი სანახაობა იყო. ქართველი ხალხის მრავალწლიან დაუღალავ შრომას ძლიერი და განვითრებული დემოკრატიის შესაქმნელად, დიდი საფრთხე ექმნება ზღვარგადასული ძალადობისა და არადემოკრატიული ქცევების გამო. პოლიტიკური ქაოსის მშვიდობიანად გადასაწყვეტად, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას ვითარება განმუხტოს და იმუშაოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად. ვშიშობთ, რომ უმცირესობის პარტიებთან სამუშაო პროცესის ჩაშლა, ხელს შეუშლის საქართველოს პროგრესს NATO-სთან და ევროკავშირთან მიმართებით”. – წერენ კონგრესმენები განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბრაიან უიტმორი მელიას დაკავებაზე – ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში
შემდეგი სტატიათეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით