კონგოში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარ სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფაში დაიღუპა 12 სამხედრო მოსამსახურე.ამის შესახებ ტელევიზიით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ათამა თაბემ განაცხადა.
კონგოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვირას, ქვეყნის დასავლეთით, ნსელეს რეგიონის ქალაქ ბუკავუში მიმავალ თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
კონგოში უკანასკნელად 2003 წლის 8 მაისს მომხდარ ავიაკატასტროფას 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშილას ვეგასში დაღუპულთა რაოდენობა გაიზადა
შემდეგი სტატიაავაღანელებმა სამხედრო ოპერაციის დროს მტერზე მეტი მოყვარე დახოცეს