კონგოში ნავთობმზიდის ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

კონგოში ნავთობმზიდის ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედია აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ავტოკატასტროფის შემდეგ ნავთობმზიდი აფეთქდა. ცეცხლი კი ახლომდებარე ავტომობილებსა და სახლებს მალევე გადაედო.

ავტოკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ
შემდეგი სტატია   საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან