Reuters-ის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში, მაისის დასაწყისიდან დღემდე, სულ მცირე, 30 ადამიანი გარდაიცვალა.
ბანაკის ადმინისტრაციის განცხადებით, სიკვდილიანობის მსგავსი ტემპი უპრეცედენტოა, ხოლო რამდენიმე პაციენტთან ებოლას ვირუსის ოფიციალურად დადასტურება მიანიშნებს, რომ მომაკვდინებელი დაავადება შესაძლოა სწრაფად ვრცელდებოდეს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები სამედიცინო შემოწმებაზე დიდხანს აცხადებდნენ უარს.

















