ებოლას ციებ-ცხელებისგან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 90-ს შეადგენს.
ეპიდემია მოედო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს.
საერთო ჯამში, კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დადასტურებულია ებოლას 246 შემთხვევა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ევანგელისტურ სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, სადაც მედდა გარდაიცვალა. მანამდე მას ციებ-ცხელება, პირღებინება, სისხლდენა და ძლიერი სისუსტე დაუფიქსირდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იუწყება, რომ მან ოპერატიული ცენტრი შექმნა, გააძლიერა ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობა და მობილური ჯგუფები ჩამოაყალიბა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდის და სამხრეთ სუდანის წარმომადგენლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს, რათა საზღვარზე გადაადგილების დროს მოსახლეობაზე კონტროლი გამკაცრდეს.
ებოლას ვირუსი 1976 წელს იყო აღმოჩენილი. კონგოში ამ ვირუსის აფეთქება 17-ჯერ დაფიქსირდა.
















