კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გავრცელება საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 203-ს მიაღწია.
Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, ეპიდაფეთქებას უკვე 321 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


















