კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიამ 2 325 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4 945-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ვირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო აფეთქებად იქცა.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ გავრცელებულ „ბუნდიბუგიოს“ შტამზე დამტკიცებული ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ხოლო ეპიდცენტრში სამედიცინო პერსონალის გაფიცვები, შეიარაღებული ჯგუფების მუქარა და ცუდი ინფრასტრუქტურა ბრძოლის პროცესს აფერხებს. გაერომ კრიზისის დასაძლევად დამატებით 30.5 მილიონი დოლარი გამოყო.

















