კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს, კრისტინ როდრიგესს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ქართულ ტელეკომ სექტორში არსებული ვითარება, ტენდენციები, არსებული გამოწვევები და პროექტები, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
















