კომუნიკაციების კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხის“ ლიცენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 11:51

კომუნიკაციების კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხის“ ლიცენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელევიზიის – „მთავარი არხის“ ლიცენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია.

დაგეგმილია, რომ „მთავარი არხი“ „კომედი არხის“ სიხშირეზე გავიდეს, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან „კომედი არხს“ ამ დრომდე მხოლოდ სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზია ჰქონდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომისიაში განუცხადეს, სხდომა, რომელზეც ლიცენზიის მოდიფიცირებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ, 5 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კომედი არხის“ სახელის ცვლილება უკვე ოფიციალურად განახორციელა და მას „მთავარი არხი“ დაერქვა.

„მთავარმა არხმა“ კომისიაში შემოიტანა ორი განაცხადი. ერთი ეხებოდა სახელის ცვლილებას, რაც უკვე განხორციელდა და „კომედი არხი“ გახდა „მთავარი არხი“.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის მოდიფიცირება. ამაზეც შემოვიდა განაცხადი. დღეს გვაქვს სხდომა, რომელზეც დღის წესრიგში ჩასმული არ არის. სავარაუდოდ, შემდეგი ხუთშაბათის სხდომაზე გავა ეს საკითხი. მოდიფიცირებას არ სჭირდება დამატებითი პროცედურები და დოკუმენტების წარდგენა. „კომედი არხს“ ჰქონდა სპეციალიზებული ავტორიზაცია მაუწყებლობის და ახლა ითხოვენ საერთო მაუწყებლობაზე გადასვლას“,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 11:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics