კომპანიის ფინანსური დანაშაულებების ბაზა ინტერნეტში გამოაქვეყნეს

ინტერნეტში არალეგალურად მოხვდა კომპანია Thomson Reuters-ის ფინანსური დანაშაულებების ბაზის მონაცემები, რომელსაც მსოფლიო ბანკები კლიენტების შესამოწმებლად იყენებენ.
როგორც იტყობინებიან, გამოქვეყნდა დაახლოებით 2 მილიონი კომპანიისა და ფიზიკური პირის მონაცემები. World-Check Risk Screening-ის მონაცემთა ბაზა, როგორც “ბიბისი” წერს, ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და იქ მოცემულია ტერორისტების, ფულის გათეთრების, ორგანიზაციათა დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია.
ბაზაში არსებული მონაცემები მხოლოდდამხოლოდ ღია წყაროებს, მედიას, სამინისტროების განცხადებებს, ოფიციალურ სტოპ-ქაღალდებს ეყრდნობა.
მას ბანკები იყენებენ კლიენის შესამოწმებლად.
მონაცემების არალეგალური ხელმისაწვდომობა ინჟინერმა კრის ვიკერმა შეამჩნია. მათ მოსაპოვებლად საჭირო არ იყო არც პაროლი და არც ლოგინი.

banner
წინა სტატიაშიიემენში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 42 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა”