,, კომპანიებმა, რომლებმაც 2010 წლამდე სახელმწიფო ქონება შეისყიდეს, შენობის ქვეშ არსებულ მიწებს მთლიანად დაიკანონებე”

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

კომპანიებმა, რომლებმაც 2010 წლამდე სახელმწიფო ქონება შეისყიდეს, შენობის ქვეშ არსებულ მიწებს მთლიანად დაიკანონებენ -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომი შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

„როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა მანამდე, სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი ძალაში შევიდოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად, ამ დადგენილებით ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად, იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა, რა ანალიზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ 250 შემთხვევაზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც მიკუთვნებისა და აღიარების შესახებ კანონშია, მათ მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ტოლი ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,არავის საქმე არ არის, ვის როგორ სძინავს და ვისთან”
შემდეგი სტატიათურქეთში ტერაქტის შედეგად ჟანდარმერიის სამი თანამშრომელი დაიღუპა